1. პროექტის სახელწოდება: თამბაქო
2. პროექტის მთავარი იდეა:ნუ მოწევ, გქონდეს ძლიერი იმუნიტეტი,იყავი ხალისიანი, აქტიური, ჯანმრტელი და შეინარჩუნე ჯანმრთელობა.
3. პროექტის აქტუალობა: თამბაქოს შესახებ ფაქტების მოპოვება, ორგანიზმზე მავნე ზეგავლენა.რას ნიშნავს პასიური და აქტიური მწეველი.მოსწავლე მოიძიებს მასალას, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე მწეველია. ამ მონაცემებით საქართველო საპატიო ადგილზეა.;
განსაკუთრებით მოზარდების 43% მწეველია.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვამცნობს , რომ ყოველ 8 წამში თამბაქოს მოხმარებისგან 1 ადამიანი იღუპება. თამბაქოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, კატარაქტა, ნაოჭები, სმენის დაქვეითება, კანის კიბო, კბილების დაკარგვა, ფილტვის კიბო, ოსტეოპოროზი (ეს არის შხამიანი გამონაბოლქვი გაზი , რომელიც უერთდება სისხლს.), კუჭის წყლული, ფერშეცვლილი თითები, საშვილოსნოს კიბო, განგრენა, და სხვა უამრავი დაავადება.
4. პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა კარგად უნდა განსაზღვრონ თანბაქოს მავნე უარყოფითი თვისებები. გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.
5. მოსწავლეთა ასაკი:10---15 წელი.
6. ვადები:ხანგრძლივობა 2 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები:
შეიძლება შეიქმნას ბლოგი მსადაც გამოქვეუნებენ თავიანთ დაკვირვებებს , შეადგენენ დიაგრამებს , გამოუშვებენ კედლის გაზეთს, ყველა საშუალებით აცნობენ თანატოლებს თამბაქოს მავნებლობას.
8. პროექტის ათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო, ინტერნეტი, საკანცელარიო მასალები.
9. პროექტის მსვლელობა:პროექტის მომზადებაში ჩართულია მთელი კლასი .მოსწავლეები გაიყო სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დაევალა ინფორმაციის მოპოვება.მეორე ჯგუფს სტატისტიკის შექმნა:აქტიური და პასიური მწეველები თავიანთ დასახლებაში. მესამე ჯგუფს დაევალა შეიმუშაოს ამ მავნე ჩვევის გადაჭრის ხერხები.
10. საგნებთან კავშირი:საბუნებისმეტყველო საგნებტან,შეიძლება გასაუბრება მედიცინის მუშაკთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ბერიძე.